UFC-ს პრეზიდენტმა, დანა უაითმა ილია თოფურიას ოქტაგონზე დაბრუნების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ორგანიზაცია ქართველი მებრძოლის მომდევნო ბრძოლიზე უკვე მუშაობს.
უაითის თქმით, თოფურია ოქტაგონზე, სავარაუდოდ, 2027 წლის დასაწყისში დაბრუნდება. ამის შესახებ მან The Jim Rome Show-სთან ინტერვიუში განაცხადა.
„ილია 2027 წლის დასაწყისში დაბრუნდება. ამ საკითხზე უკვე ვმუშაობთ“, – აღნიშნა UFC-ს პრეზიდენტმა.
ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნება ქართველი მებრძოლის მომდევნო მეტოქე. უაითმა მსუბუქი წონითი დივიზიონის კონკურენციაზეც ისაუბრა და ჯასტინ გეიჯი, არმან ცარუკიანი, ჩარლზ ოლივეირა, პედი პიმბლეტი და მაქს ჰოლოუეი ახსენა.
თოფურიამ ბოლო ბრძოლა 2026 წლის ივნისში, UFC-ს თეთრი სახლის ღონისძიებაზე გამართა, სადაც ჯასტინ გეიჯისთან დამარცხდა და პროფესიულ კარიერაში პირველი მარცხი განიცადა.
ქართველი მებრძოლი UFC-ს ორი წონითი კატეგორიის ყოფილი ჩემპიონია.