ბალდის კანიონის მცველები პროტესტის ახალ ეტაპზე გადასხვლას აანონსებენ - თუ ორშაბათამდე ადგილობრივების მოთხოვნები შესრულებული არ იქნება, ქუჩაში მყოფი ხალხი სხვა ფორმებითაც შეეცდება პრობლემის მოგვარებას.
უკვე კვირებია, ქალებს კანიონის შესასვლელთან კარვები აქვთ გაშლილი და დღეს და ღამეს ქუჩაში იმ იმედით ათენებენ, რომ უნიკალური ტერიტორიიდან კერძო ინვესტორს გაუშვებენ, მაგრამ უშედეგოდ.
პროტესტის მონაწილეებთან ამ დრომდე არ გამოჩენილა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელიც.
"დღეს ველოდებოდით გუბერნატორის ადმინისტრაციიდან ზარს, ველოდებოდით პასუხს, მაგრამ არანაირი პასუხი არ არის. აქ ვდგავართ უკვე მეთოთხმეტე დღეა. იძულებულები ვიქნებით გადავიდეთ პროტესტის სხვა ფორმაზე და მივმართოთ სხვა გზას იმიტომ, რომ გამწარებულ დედებზე და ქალებზე უარესი არაფერი არ არსებობს. ეს იცოდეს ყველამ, იმიტომ, რომ ჩვენ, როგორც ჩვენს კანიონს ვიცავთ და ჩვენს ხეობას, ასევე ვიცავთ ჩვენი შვილების მომავალს".- ამბობს პროტესტის მონაწილე.
შეგახსენებთ, რომ ბალდაში ადგილობრივი მოსახლეობა უნიკალური ბუნებრივი ტერიტორიის ინვესტორისთვის გადაცემას აპროტესტებს. მათი თქმით, ბალდის კანიონი “ქართულმა ოცნებამ” რუსეთისთვის საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელს გადასცა.