ამერიკულმა International Business Machines–მა, გამოაცხადა, რომ უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებში 150 მილიარდი დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

ინვესტიცია 30 მილიარდ დოლარზე მეტს მოიცავს კვლევასა და განვითარებაში, სერვერებისა და კვანტური კომპიუტერების სფეროში.

IBM, ამერიკული ტექნოლოგიური სექტორის ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელი, ამ გზით  ცდილობს ეკონომიკის სტიმულირებას და „გამოთვლითი ტექნოლოგიების სფეროში გლობალური ლიდერის პოზიციის განმტკიცებას“, - ნათქვამია კომპანიის პრესრელიზში.

ვრცლად interfax–ზე