იაპონიის პრემიერმინისტრმა, სანაე ტაკაიჩიმ პარასკევს პარლამენტის ქვედა პალატა დაითხოვა და პალატის რიგგარეშე არჩევნები ჩანიშნა, რომლებიც 8 თებერვალს გაიმართება.
Euronews წერს, რომ ეს ნაბიჯი ტაკაიჩის პოპულარობის გამოყენების მცდელობაა, რათა მმართველმა ლიბერალ-დემოკრატიულმა პარტიამ (LDP) ბოლო წლებში განცდილი მნიშვნელოვანი ელექტორალური დანაკარგების შემდეგ პოზიციები დაიბრუნოს.
ტაკაიჩი, როგორც იაპონიის პირველი ქალი ლიდერი, პრემიერმინისტრად გასული წლის ოქტომბერში აირჩიეს და მისი მხარდაჭერის მაჩვენებელი დაახლოებით 70%-ს აღწევს.
მიუხედავად ამისა, ტაკაიჩის პარტიას არჩევნებში სერიოზული სირთულეები კვლავაც შეიძლება შეექმნას, რადგან მისი წევრები კორუფციასთან დაკავშირებული სკანდალებში არიან გახვეულნი.
Euronews აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ოპოზიციური პარტიები ზედმეტად დაქსაქსულები არიან და LDP-სთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენენ.