ევროკომისია ამზადებს წინადადებებს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეგულაციების გამკაცრების შესახებ, დივერსიის და სხვა ჰიბრიდული თავდასხმების შესახებ შეშფოთების ფონზე. ინიციატივის წარდგენა მომავალი წლის დასაწყისში იგეგმება, – ამის შესახებ Politico ევროკავშირის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება.
გამოცემის ცნობით, პოლონეთი, შვედეთი, ესტონეთი და კიდევ რამდენიმე ქვეყანა უფრო მკაცრ შეზღუდვებს ითხოვს, მათ შორის უკრაინაში შეჭრაში ჩართული პირებისთვის.
გასულ წელს რუსებმა შენგენის ზონაში დაახლოებით 478 000 ტურისტული ვიზა მიიღეს. ბევრი მათგანი მრავალჯერადი შესვლის იყო, რაც ევროკავშირის ქვეყნებში შესვლის საშუალებას იძლეოდა დოკუმენტების ხელახალი გაფორმების გარეშე.