ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიაში 1 600-მდე ფიზიკური პირისა და ორგანიზაციის დამატება დაამტკიცეს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
“ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ახლახან დაამტკიცეს სანქციების სიაში თითქმის 1 600 ახალი სახელის დამატება, რომლებიც რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს უკავშირდება. ეს არის სანქციების სიის ყველაზე მასშტაბური გაფართოება რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ. ევროპა კვლავ ერთიანობას ავლენს”, - წერს კალასი.
მისი განცხადებით, სიაში შეტანილი სუბიექტების ნახევარზე მეტი ბალისტიკური რაკეტების საწარმოო ჯაჭვთან არის დაკავშირებული.
“მნიშვნელოვნად ვართულებთ, ვანელებთ და ვაძვირებთ რუსეთისთვის იმ იარაღის წარმოებას, რომელსაც იგი უკრაინელების მოსაკლავად იყენებს”, - წერს კალასი.