„მანჩესტერ იუნაიტედმა“ დაიწყო ახალი მთავარი მწვრთნელის არჩევის პროცესი. ამ მხრივ უკვე გადადგმულია ოფიციალური ნაბიჯები. ამის შესახებ იტყობინება indykaila News-ი.
წყაროს ცნობით, გერმანიის ნაკრების ყოფილი დამრიგებლის, იულიან ნაგელსმანის წარმომადგენლები გახსნილები არიან მოლაპარაკებებისთვის. ისინი მზად არიან, მოისმინონ „მანჩესტერ იუნაიტედის“ სამომავლო გეგმები, ასევე შეაფასონ, შეესაბამება თუ არა ინგლისური კლუბის პროექტი გერმანელი სპეციალისტის საფეხბურთო ფილოსოფიას.
მიმდინარე მომენტისთვის „მანჩესტერ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს, მაიკლ ქერიქს არ შეუძლია, მრავალწლიან პერსპექტივაში გუნდი ახალ დონეზე აიყვანოს. ხაზს უსვამენ იმას, რომ „საჭირო იქნება სასწაული იმისთვის, რომ ქერიქმა თანამდებობა შეინარჩუნოს“.
მაიკლ ქერიქი „მანჩესტერ იუნაიტედს“ 2026 წლის იანვრიდან ავაჯიშებს. პრემიერლიგის ექვსი ტურის შემდეგ გუნდი ექვსი ქულით მე-12 ადგილზეა პრემიერლიგის ცხრილში.