გრენლანდია გრენლანდიელებს ეკუთვნის და აშშ-მა მასზე კონტროლი არ უნდა დაამყაროს, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრები, მეტე ფრედერიქსენი და იენს-ფრედერიკ ნილსენი ავრცელებენ.

დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებმა განცხადება მას შემდეგ გაავრცელეს რაც, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გრენლანდიაში სპეციალურ წარმომადგენლად ლუიზიანას გუბერნატორი, ჯეფ ლენდრი დანიშნა.

„ჩვენ ეს ადრეც ნათლად გვითქვამს და ახლა კიდევ ერთხელ ვამბობთ: თქვენ სხვა ქვეყნების ანექსიას ვერ მოახდენთ. ჩვენი საერთო ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას ველით“, - ნათქვამია გაცხადებაში.

ცნობისთვის, ლუიზიანას შტატის გუბერნატორმა, ჯეფ ლენდრიმ დონალდ ტრამპს თანამდებობაზე დანიშვნისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი პატივია ამ მოხალისეობრივ თანამდებობაზე გემსახუროთ, რათა გრენლანდია აშშ-ის ნაწილი გახდეს“, - დაწერა ლენდრიმ X-ზე.

ipn.ge