Google ორი წლის განმავლობაში ფინეთში მონაცემთა ცენტრებსა და ციფრულ ინფრასტრუქტურაში მინიმუმ 13 მილიარდ ევროს ჩადებს, რაც ევროპაში მისი ყველაზე დიდი ინვესტიციაა. გათვლა ქვეყნის იაფ ენერგიასა და კლიმატზეა.

ჰელსინკიმ ევროპაში Google-ის ყველაზე დიდი ჩეკი მიიღო. კომპანიამ ოთხშაბათს გამოაცხადა, რომ 13 მილიარდი ევროს ინვესტიცია ოთხ მუნიციპალიტეტში მონაცემთა ცენტრებსა და მათთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურას, ასევე სუფთა ენერგიის პროექტებსა და ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების, განათლების, კვლევისა და ადამიანური რესურსების განვითარების მხარდამჭერ ფონდებს მოხმარდება.

მშენებლობის დაწყება 2027–2028 წლებშია მოსალოდნელი და კომპანიის შეფასებით, ინვესტიცია ფინეთის მშპ-ს ყოველწლიურად 3.6 მილიარდ ევროს შემატებს და 37 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს შექმნის, რომელთაგან დაახლოებით 16 000 მშენებლობაზე იქნება ორიენტირებული.

რატომ ფინეთი?

ფინეთში ინვესტირების მიმზიდველობა დიდწილად მისი ცივი კლიმატით არის განპირობებული. მონაცემთა ცენტრები უზარმაზარ რაოდენობის სითბოს გამოიმუშავებენ და უამრავ ელექტროენერგიას მოიხმარენ, ფინეთი კი გრილ კლიმატს სთავაზობს, რაც ამცირებს გაგრილების ხარჯებს, შედარებით იაფ და სტაბილურ ენერგომომარაგებასთან ერთად, ატომური, ქარის და ჰიდროელექტროსადგურებიდან.

ვრცლად euronews – ზე