ნავთობის ფასები ზრდას განაგრძობს, Brent–ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა, რაც 24 ივლისის შემდეგ პირველად მოხდა.

ბაზრის აღმავლობას ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ესკალაციის ახალი ნიშნები უწყობს ხელს.

ლონდონის ICE Futures ბირჟაზე Brent–ის მარკის ნავთობის ნოემბრის ფიუჩერსების ფასი ბარელზე 100.06 აშშ დოლარია, რაც წინა ვაჭრობის დახურვის მაჩვენებელზე 2.14 აშშ დოლარით (2.19%-ით) მეტია.

ნიუ-იორკის სასაქონლო ბირჟის (NYMEX) ელექტრონულ სავაჭრო სართულზე WTI ნავთობის ოქტომბრის ფიუჩერსები 1.64 დოლარით (1.76%-ით) გაიზარდა და ბარელზე 94.67 დოლარი შეადგინა.

ვრცლად interfax – ზე