Google-მა აშშ-ის ხელისუფლებისგან ნებართვა მოითხოვა, კალიფორნიასა და ფლორიდაში გაუშვას 32 მილიონი მამრი კოღო, რომლებიც ატარებენ ბაქტერიას, რაც ხელს უშლის მდედრი კოღოების მიერ კვერცხის დადებას. კომპანია მიზნად ისახავს სასიკვდილო ცხელებებთან ბრძოლას, იუწყება The Guardian.

პროექტ Debug-ის ფარგლებში, კომპანია მიზნად ისახავს Aedes aegypti სახეობის პოპულაციის შემცირებას. ეს მწერები ავრცელებენ ყვითელ ცხელებას, დენგეს, ზიკას, ჩიკუნგუნიას და სხვა დაავადებებს.

ლაბორატორიაში გამოყვანილი კოღოები ინფიცირებულია ბაქტერია Wolbachia-თი. ველურ მდედრებთან შეჯვარებისას ისინი კვერცხებს არასიცოცხლისუნარიანს ხდიან, შესაბამისად მცირდება დაავადებული მწერების რაოდენობა.