საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით მოსახლეობის მხოლოდ 21% სარგებლობს. ინფორმაციას დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სტატისტიკის მიხედვით, 2026 წლის 3 თვის მონაცემებით, სულ გაცემულია 811 684 პოლისი, რაც 38 348-ით მეტია 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2024 წელს კი სულ გაცემული იყო ჯანმრთელობის დაზღვევის 731 140 პოლისი.

2026 წლის 3 თვის განმავლობაში სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ სულ 303 მლნ. ლარი შეადგინა, აქედან 114.3 მლნ ლარი „იმედი L“-მა მოიზიდა, 42.1 მლნ ლარი „ჯიპიაიმ“, 30.9 მლნ ლარი კი „არდი“-მ.

2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით რეგისტრირებულია 19 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.