ხორვატიის რეგიონი ისტრია აღიარებულია მსოფლიოში საუკეთესო რეგიონად Extra Virgin ზეითუნის ზეთის წარმოებისთვის – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს. 

რეიტინგი გამოქვეყნდა საერთაშორისო საცნობარო წიგნში Flos Olei 2026, რომელსაც ზეითუნის ზეთის „ბიბლიას“ უწოდებენ.

საერთო ჯამში, Flos Olei-მ ხუთი კონტინენტის 57 ქვეყნიდან 500 საუკეთესო მწარმოებელი შეარჩია და ხორვატიის პატარა რეგიონზე მთელი სიის თითქმის 14% მოდიოდა.