„აზერბაიჯანთან გაზის ყიდვა-გაყიდვის თაობაზე გაფორმებულ ხელშეკრულება მხოლოდ ცალმხრივ ინტერესებზეა გათვლილი და საქართველოსმომგებიან პოზიციაში არ აყენებს - ამის შესახებ „კომერსანტის თემის“ ეთერში საზოგადოებრივი მოძრაობა „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელმა ნიკოლოზ ალავიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის ინფორმაცია, რაც საჯაროდაა ხელმისაწვდომი აჩვენებს, რომ საქართველოს სატრანზიტო გაზის ფიზიკური გადასახადის დათმობა მოუწია.
„საჯაროდ არსებული ინფორმაციიდან გამომდინარე, ჩემი სუბიექტური აზრით, აზერბაიჯანთან გაზის ყიდვა-გაყიდვისთაობაზე გაფორმებულ ხელშეკრულებამხოლოდ ცალმხრივ ინტერესებზეა გათვლილიდა საქართველოს მომგებიან პოზიციაში არაყენებს. მაისში თითქოს მოხდა ამ შეთანხმების გაუმჯობესება და განახლება, რომლის დეტალებიც გასაიდუმლოებულია და ჩვენ არ ვიცით. მე ასევე ვნახე საჯარო ინტერვიუ სემეკის წარმომადგენელთან, რომელმაც აღნიშნა, რომ თავად მანაც არ იცის ამ შეთანხმების შესახებ, რაც დამატებით ამყარებს იმ მოსაზრებას, რომ ჩვენთვის მომგებიანი პოზიცია ხელშეკრულებით არ გვაქვს.
გარდა ამისა, სემეკის ანგარიშიც გავრცელდა ივნისში, სადაც დადასტურდა, რომ აზერბაიჯანის ბუნებრივი ინტერესიდან გამომდინარე ხდებოდა ამ სატრანზიტო გაზის ფიზიკური გადასახადის დათმობა ჩვენი მხრიდან იმისთვის, რომ აზერბაიჯანმა შეძლოს 100 პროცენტით აითვისოს მილსადენის ინფრასტრუქტურა, რომელიც საქართველოს გავლით ჯერ თურქეთში მიედინება, ხოლო შემდეგ ევროპის ქვეყნებს მიეწოდება“, -აცხადებს ნიკოლოზ ალავიძე.