მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) უახლესი პროგნოზის თანახმად, ამ ზაფხულს ელ-ნინიოს განვითარების 80%-იანი ალბათობაა და ევროპა კიდევ უფრო ექსტრემალური სიცხისთვის უნდა მოემზადოს, ზოგიერთ რაიონში კი გვალვებისა და წყალდიდობების რისკი იზრდება.
გასულ კვირას დასავლეთ ევროპის ნაწილებში გაზაფხულის რეკორდული ტემპერატურა დაფიქსირდა ძლიერი სითბური გუმბათის ფორმირების ფონზე.
ასეთი პერიოდები ელ-ნინიოს ფაზის დადგომასთან ერთად უფრო ინტენსიური, ხანგრძლივი და ხშირი გახდება და მეცნიერები აფრთხილებენ, რომ ეს ფენომენი შეიძლება 2028 წლამდე გაგრძელდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ამინდის მოვლენის სიმძიმე გაურკვეველი რჩება, მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მოდელები მიუთითებს, რომ ის, სულ მცირე, ზომიერი და შესაძლოა, ძლიერი იქნება; 90 პროცენტიანი შანსია, რომ ეს მინიმუმ ნოემბრამდე გაგრძელდეს.