ამერიკულმა კომპანია GameStop-მა, რომელიც ვიდეო თამაშებისა და სამომხმარებლო ელექტრონიკის მაღაზიების ქსელს ფლობს, პირველ ფისკალურ კვარტალში რეკორდული წმინდა მოგება დააფიქსირა.

პრესრელიზის თანახმად, 2 მაისით დასრულებული კვარტალის წმინდა შემოსავალმა 389.6 მილიონი აშშ დოლარი, ანუ აქციაზე 66 ცენტი შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 44.8 მილიონი აშშ დოლარი, ანუ აქციაზე 9 ცენტი იყო.

ერთჯერადი ხარჯების გამოკლებით, მოგებამ აქციაზე 30 ცენტი შეადგინა.

ოპერაციული მოგება ამ პერიოდისთვის ყველაზე მაღალი იყო - 143.3 მილიონი აშშ დოლარი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში 10.8 მილიონი აშშ დოლარის ზარალთან შედარებით.

GameStop-ის შემოსავალი 14%-ით გაიზარდა და 835.3 მილიონ დოლარს მიაღწია.

ვრცლად interfax – ზე