აშშ-სა და ისრაელის ომი ირანის წინააღმდეგ და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვა მსოფლიოს „გლობალური ასიმეტრიული შოკით“ ემუქრება. ყველაზე მეტად ენერგიის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნები, განსაკუთრებით ღარიბი ქვეყნები დაზარალდებიან, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებაშია ნათქვამი.
„ენერგიის იმპორტიორები უფრო დაუცველები არიან, ვიდრე ექსპორტიორები; ღარიბი ქვეყნები უფრო დაუცველები არიან, ვიდრე მდიდარი ქვეყნები; ხოლო მცირე ბუფერების მქონე ქვეყნები უფრო დაუცველები არიან, ვიდრე დიდი რეზერვების მქონე ქვეყნები“, - ნათქვამია სავალუტო ფონდის ბლოგში.
„მიუხედავად იმისა, რომ ომმა შეიძლება სხვადასხვა გზით იმოქმედოს გლობალურ ეკონომიკაზე, ყველა გზა ფასების ზრდასა და ზრდის შენელებამდე მიგვიყვანს. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი, რამდენად ფართოდ გავრცელდება და რა ზიანს მიაყენებს ინფრასტრუქტურასა და მიწოდების ჯაჭვებს“, - გააფრთხილა ფონდმა.