ღამის ცხოვრებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგში თბილისი მე-5 ადგილზეა, - ამის შესახებ ინფორმაციას Condé Nast Traveller Middle East-მა გამოაქვეყნა, რომელმაც 2025 წლის ღამის ცხოვრებისთვის მსოფლიოში 10 საუკეთესო ქალაქი გამოარჩია.
ღამის ცხოვრებისთვის საუკეთესო ქალაქების რეიტინგი ასეთია:
🇪🇸 ბარსელონა
🇫🇷 პარიზი
🇯🇵 ტოკიო
🇨🇿 პრაღა
🇬🇪 თბილისი
🇰🇷 სეული
🇦🇲 ერევანი
🇹🇭 ბანგკოკი
🇮🇩 ბალი
🇭🇺 ბუდაპეშტი
ცნობისთვის, რეიტინგი აფასებს ღამის ცხოვრების უსაფრთხოებას, ბარებისა და პაბების სიმჭიდროვეს, სასმელების ფასებს და ადგილების რეიტინგებს.
