გერმანიაში დაიწყო მსოფლიოში უდიდესი, 365 მეტრი სიმაღლის ქარის ტურბინის მშენებლობა რაც ეიფელის კოშკზე მაღალია. ქარის ტურბინების უმეტესობა, როგორც წესი, 150-200 მეტრს აღწევს - ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.

ამ ტურბინის შემქმნელი ინჟინრების თქმით, 365 მეტრის სიმაღლეზე ქარი მნიშვნელოვნად უფრო სტაბილური ხდება და ქარის ტურბინა ჩვეულებრივთან შედარებით ორჯერ მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

გიგანტური ქარის ტურბინის ძირი პარიზში ეიფელის კოშკს დაემსგავსება - გაშლილი ფოლადის კონსტრუქციას. მომავალში, სხვადასხვა ზომის ქარის ტურბინები ქარის ენერგიას სხვადასხვა სიმაღლეზე გამოიყენებენ. ეს ნიშნავს, რომ ელექტროენერგიის გენერირებისთვის მნიშვნელოვნად ნაკლები სივრცე იქნება საჭირო, რაც იმავე რაოდენობის სივრცეში რამდენჯერმე მეტი ელექტროენერგიის წარმოების საშუალებას იძლევა.