საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელის, გოგა ბითაძის გუნდმა, „ორლანდო მეჯიქმა“ NBA-ს ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი ეტაპი „ნიუ ორლეანს პელიკანსთან“ გამარჯვებით დაასრულა – 132:125.
ბითაძემ აღნიშნულ შეხვედრაში მწვრთნელისგან 11 წუთი მიიღო, ხოლო თავის გუნდს 6 ქულა და 5 მოხსნა შესძინა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 3 ორქულიანი გამოიყენა.
„ორლანდო მეჯიქი“ 2025/2026 წლის NBA-ს რეგულარულ სეზონს 23 ოქტომბერს „მაიამი ჰიტთან“ საშინაო შეხვედრით გახსნის.