გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის ფედერალური სადაზვერვო სამსახურის (BND) ყოფილი ხელმძღვანელი, აუგუსტ ჰანინგი ჯაშუშობის ეჭვის საფუძველზე დააკავეს.
ჰანინგი გერმანიის დაზვერვის უწყებას 1998-2005 წლებში ხელმძღვანელობდა.
გერმანიის პროკურატურის განცხადებით, ჰანინგს ბრალად ჯაშუშობა, სახელმწიფო ღალატი და უცხო ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშობა ედება.
პროკურატურის ცნობით, ჰანინგი თანამდებობის დატოვებიდან 5 წლის შემდეგ BND-ის ყოფილი თანამშრომლისგან თანხის სანაცვლოდ საიდუმლო ინფორმაციას იღებდა, რომლის გაყიდვასაც საკონსულტაციო საქმიანობის ფარგლებში გეგმავდა. მის თანამზრახველს, მანფრედ დ.-ის ბრალი სახელმწიფო ღალატისა და ჯაშუშობის ხელშეწყობაში ედება.
წლების განმავლობაში მანფრედ დ.-იმ ჰანინგს 2000 დოკუმენტი მიაწოდა. პროკურატურაში აღნიშნეს, რომ ერთ შემთხვევაში, ჰანინგმა მიღებული დოკუმენტები უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის თანამშრომლისთვის ანალიტიკური მასალის მოსამზადებლად გამოიყენა.