20 ოქტომბერს ანონიმურმა წყარომ გამოცემა Reuters-ს აცნობა, რომ გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ამერიკული კორპორაცია Lockhead Martin-ისგან დამატებით 15 ერთეული F-35 ტიპის ავიაგამანადგურებლის ყიდვას აპირებს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, სამხედრო თვითმრინავების ჯამური ღირებულება 2.5 მილიარდი ევრო იქნება.

გერმანიას აშშ-სთვის 35 ერთეული F-35-ის ტიპის ავიაგამანადგურებელი უკვე შეკვეთილი აქვს საკუთარი Tornado-ს ტიპის ავიაგამანადგურებლების ჩასანაცვლებლად, რომელთა რადენობაც 85-ია.

ივლისში ბერლინმა უარყო დამატებით 15 ერთეული  F-15-ის ტიპი ავიაგამანადგურებლის შეძენის გეგმა, თუმცა, მას შემდეგ გაზრდილმა ბიუჯეტმა გერმანიას მეტი იარაღის შეძენის შესაძლებლობა მისცა.

წყაროს ცნობით, დამატებით 15 ავიაგამანადგურებლის შეძენა თავდაცვის სამინისტროს დღის წესრიგში დიდი ხანია დგას.