ამერიკული ავტომწარმოებელი General Motors-ი ივნისიდან, მიჩიგანში მდებარე თავისი მძიმე სატვირთო პიკაპების ქარხნის  ექვსდღიან მუშაობაზე გადაყვანას გეგმავს, ამ მოდელებზე მოთხოვნის ზრდის გამო - ინფორმაცია კომპანიამ გაავრცელა.

ქარხანა, რომელიც Chevrolet Silverado-სა და GMC Sierra-ს პიკაპებს აწარმოებს, ამჟამად კვირაში ხუთი დღე, სამ ცვლაში მუშაობს.

პროფკავშირ United Auto-ს წარმომადგენელმა The Wall Street Journal-ს განუცხადა, რომ ქარხანა დღეში დაახლოებით 1100 მანქანას აწარმოებს.

ვრცლად interfax-ზე