Radical Storage-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს ქალაქების რეიტინგი, სადაც საუკეთესო ქუჩის საკვებია. ექსპერტებმა შეაფასეს 6,897 დაწესებულება 100 ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ქალაქში და გამოთვალეს, რომელ მათგანს ჰქონდა ყველაზე კარგი შეფასებები, ყველაზე მრავალფეროვანი სამზარეულო და ყველაზე დაბალი ფასები.
ჩამონათვალი მოიცავდა არა მხოლოდ კიოსკებსა და კვების ფურგონებს, არამედ მცირე რესტორნებსაც, რომლებიც სპეციალიზებული იყო ტრადიციულ ქუჩის საკვებზე.
პირველი ადგილი რეიტინგში, მოულოდნელად პარიზმა დაიკავა 10-დან 7.2 ქულით. საფრანგეთის დედაქალაქმა მაღალი შეფასება მიიღო მინიმუმ ოთხი ვარსკვლავით შეფასებული დაწესებულებების დიდი რაოდენობისა და ქუჩის საკვების ობიექტების მაღალი კონცენტრაციის წყალობით.
მეორე და მესამე ადგილები საბერძნეთის ქალაქებს ათენსა და სალონიკს ერგო. ათენი საერთაშორისო სამზარეულოს ფართო არჩევანისა და დაწესებულებების მაღალი სიმჭიდროვის გამო დასახელდა, ხოლო სალონიკი ხელმისაწვდომი ვარიანტების სიმრავლის გამო.
Radical Storage-ის ტოპ 10 ქალაქი საუკეთესო ქუჩის საკვებით:
პარიზი, საფრანგეთი
ათენი, საბერძნეთი
სალონიკი, საბერძნეთი
ბარსელონა, ესპანეთი
ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
როდოსი, საბერძნეთი
რომი, იტალია
ჰანოი, ვიეტნამი
ბუდაპეშტი, უნგრეთი
ამსტერდამი, ნიდერლანდები