კომპანია MoneySuperMarket-მა შეადგინა ტურისტებისთვის ყველაზე მეგობრული ქალაქების რეიტინგი. ექსპერტებმა გააანალიზეს 107 ქალაქის 100 000-ზე მეტი მოგზაურის მიმოხილვა.

ანალიზისთვის, MoneySuperMarket-მა თითოეულ ქალაქში 30-დან 50-მდე პოპულარული ადგილი შეარჩია - რესტორნები, ბარები, ატრაქციონები და გასართობი ადგილები. შემდეგ, ამ ადგილების მიმოხილვებში მოიძებნა პერსონალის თავაზიანობისა და მომსახურების ხარისხის შესახებ გამოხმაურებები.

რეიტინგში პირველ ადგილზე ედინბურგი გავიდა, სადაც მიმოხილვების 59%-ში ტურისტებმა დადებითად შეაფასეს პოპულარული დაწესებულებების პერსონალის მუშაობა. შემდეგ ადგილზეა ჰანოი (58.6%), ხოლო მესამეზე ლივერპული (58.3%).

ვრცლად 34travel.me – ზე