დღეს, 2025 წლის 3 ივლისს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის (OSCE PA) მიერ ქალაქ პორტოში, პლენარულ სესიაზე მიღებული „პორტოს დეკლარაცია“ სირიის ახალ ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიწვიოს საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება.

კერძოდ, ვრცელი, 219-პუნქტიანი დეკლარაციის 68-ე პუნქტით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა მოუწოდებს სირიის მთავრობას:

  • „გაიწვიოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის, „დამოუკიდებლობის“ აღიარება;
  • გაიწვიოს უკრაინის რეგიონების, დონეცკისა და ლუჰანსკის, „დამოუკიდებლობის“ აღიარება;
  • აღიაროს საქართველოს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა“.

ვრცლად რადიო თავისუფლებაზე