გაბონის მთავრობამ აფრიკის ერთა თასზე (AFCON) წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გაუქმების გადაწყვეტილება გაიწვია, – ინფორმაციას გაბონის ფეხბურთის ფედერაცია (FEGAFOOT) ავრცელებს.
ამ თვის დასაწყისში გაბონის მთავრობამ ეროვნული ტელევიზიით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ აფრიკის თასზე „სამარცხვინო“ გამოსვლის შემდეგ ეროვნული ნაკრები გაუქმდა.
განცხადებაში მოკლედ იყო ნახსენები „მარსელის“ თავდამსხმელი პიერ-ემერიკ ობამეიანგი და ნაკრების კაპიტანი ბრუნო ეკუელე მანგა, რომლებიც ეროვნულ გუნდს ჩამოაშორეს.
თუმცა გაბონის ფეხბურთის ფედერაციამ მოგვიანებით დაადასტურა, რომ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები „მოხსნილია“ და ობამეიანგიც და ეკუელე მანგაც ნაკრებიდან გარიცხულები აღარ არიან.
აფრიკის ერთა თასზე გაბონმა F ჯგუფში ყველა შეხვედრა ერთბურთიანი სხვაობით წააგო – კამერუნთან, მოზამბიკსა და კოტ-დ’ივუართან.
„არსენალის“, „ბარსელონასა“ და „ჩელსის“ ყოფილი თავდამსხმელი ობამეიანგი გაბონის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია 41 გოლით, ხოლო 37 წლის მცველი ეკუელე მანგა ქვეყნის ყველაზე გამოცდილ ფეხბურთელად ითვლება – მის ანგარიშზე ნაკრებში 118 მატჩია.
გაბონი ვერ ითამაშებს მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე, რადგან ნოემბერში ერთმატჩიანი პლეი ოფის ნახევარფინალში ნიგერიასთან დამარცხდა.