ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის წინასწარი მონაცემების თანახმად, ევროზონის ეკონომიკა მეორე კვარტალში წინა სამ თვესთან შედარებით 0.4%-ით გაიზარდა.
წლიური მაჩვენებლით, მშპ-ს ზრდამ 1% შეადგინა.
ექსპერტები, რომელთა კონსენსუსის პროგნოზი მოჰყავს Trading Economics–ს, ელოდნენ რომ ევროზონის მშპ კვარტალურად 0,2%–ით, ხოლო წლიურად 0,5%–ით გაიზრდებოდა.