ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მონაცემებით, ევროზონაში რეალური ხელფასები დიდწილად აღდგა 2022 წელს მაღალი ინფლაციის პერიოდში მკვეთრი კლების შემდეგ.
ნომინალური ხელფასები ფასებზე სწრაფად იზრდება, ამიტომ ევროპელებს შემოსავალი უფრო მეტისთვის ჰყოფნით. შედეგად, 2025 წლის დასაწყისისთვის ევროზონაში რეალური ხელფასები ახლოსაა იმ დონესთან, რომელიც 2021 წლის ბოლოს ინფლაციის ზრდამდე ფიქსირდებოდა.
საერთაშორისო ორგანიზაციებს, როგორიცაა ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, ჯერ არ გამოუქვეყნებიათ 2025 წლის ხელფასების კვლევები ქვეყნების მასშტაბით; ისინი 2026 წლის დასაწყისშია მოსალოდნელი. თუმცა, კვლევები ხელფასების ტენდენციების შესახებ წარმოდგენას იძლევა.
ECA-ს (Employment Conditions Abroad) ანგარიშის „Salary Trends 2025–26“–ის თანახმად, რეალური ხელფასები მთელ ევროპაში 2025 წელს თითქმის ყველა გამოკითხულ ქვეყანაში გაიზარდა და მოსალოდნელია, რომ ეს ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდება.
ანგარიშის თანახმად, 2025 წლის ბოლოსთვის რეალური ხელფასები გაიზრდება შერჩეული 25 ევროპული ქვეყნიდან 23-ში, ხოლო რუმინეთში (-0.9%) და უკრაინაში (-3.2%) შემცირება იქნება. დანარჩენ ქვეყნებში ზრდა ავსტრიაში 0.2%-დან თურქეთში 5.1%-მდე იმერყევებს.