ღვინის შიდა მოხმარება ბოლო ათწლეულის განმავლობაში საგრძნობლად შემცირდა - 2016 წლის თითქმის 79 მლნ ლიტრიდან 2024 წელს ოდნავ 31 მლნ ლიტრამდე, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ღვინის სექტორის 2025 წლის მიმოხილვაშია ნათქვამი.
საინვესტიციო ბანკის ინფორმაციით, აღნიშნული დინამიკა უფრო შერჩევით მოხმარებაზე მიუთითებს და არა ღვინისადმი ინტერესის კლებაზე.
„საოჯახო წარმოების შემცირების პირობებში, ბოთლებში ჩამოსხმული ღვინის პოტენციური მოხმარება დაახლოებით 42 მილიონ ბოთლად არის შეფასებული”, - წერია მიმოხილვაში.
