გერმანული სატელეკომუნიკაციო კომპანია Deutsche Telekom ევროპის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდია. Brand Finance-ის 2026 წლის შეფასებით, მისი ბრენდის ღირებულება 96.2 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 12.8%-ით მეტია.
რეიტინგში გერმანული კომპანიები განსაკუთრებით ძლიერ პოზიციებს იკავებენ. ევროკავშირის 13 ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდს შორის შვიდი გერმანულია, მათ შორის არიან Allianz, Mercedes-Benz, BMW, SAP, Volkswagen, Porsche და Siemens.
ევროკავშირის ყველაზე ძვირადღირებული ბრენდების ტოპ 13:
- Deutsche Telekom — 96.2 მლრდ დოლარი;
- Allianz — 60.7 მლრდ დოლარი;
- Mercedes-Benz — 46.6 მლრდ დოლარი;
- BMW — 43.8 მლრდ დოლარი;
- SAP — 37.8 მლრდ დოლარი;
- Volkswagen — 35.8 მლრდ დოლარი;
- Porsche — 35.2 მლრდ დოლარი;
- Chanel — 34.3 მლრდ დოლარი;
- Louis Vuitton — 28.8 მლრდ დოლარი;
- Santander — 27.9 მლრდ დოლარი;
- Airbus — 27.2 მლრდ დოლარი;
- Siemens — 25.4 მლრდ დოლარი;
- Hermès — 21.2 მლრდ დოლარი.
საფრანგეთი რეიტინგში ფუფუნების ინდუსტრიის ბრენდებით არის წარმოდგენილი. თუმცა Chanel-ის, Louis Vuitton-ისა და Hermès-ის გარდა, სიის სათავეში ფრანგული ავიაკოსმოსური კომპანია Airbus-იც მოხვდა, მისი ბრენდის ღირებულება წინა წელთან შედარებით 62.6%-ით გაიზარდა და 27.2 მილიარდ დოლარს მიაღწია. ზრდის ტემპით ის რეიტინგის ერთ-ერთი გამორჩეული მონაწილეა.
მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ესპანურ საბანკო ჯგუფ Santander-შიც, რომლის ბრენდის ღირებულება 27.7%-ით, 27.9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
Brand Finance ბრენდის ღირებულებას კომპანიის ფინანსური მაჩვენებლების, ბრენდის სიძლიერისა და მომავალი შემოსავლების პროგნოზის საფუძველზე აფასებს.