მეცნიერებმა ყაზახეთში ახალგაზრდა ქალის საფლავში ნაპოვნი 2400 წლის ქსოვილის ნაჭრის წარმომავლობა დაადგინეს.

რვა - ხუთი სანტიმეტრის ზომის ქსოვილის პატარა ფრაგმენტი მეცნიერებს ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას შორის ადრეული კონტაქტების მტკიცებულებების აღმოჩენაში დაეხმარა. ის ალმატის რეგიონში, ყარა-ტუმას სასაფლაოზე, 18-25 წლის ქალის საფლავში იპოვეს. სამარხი ძვ.წ. V-III საუკუნეებით თარიღდება.

შანქსის პროვინციული არქეოლოგიის აკადემიისა და ყაზახეთის ისიკის ეროვნული მუზეუმ-ნაკრძალის მკვლევრებმა ბოჭკოები მიკროსკოპის ქვეშ შეისწავლეს და შემონახული ცილები გააანალიზეს. აღმოჩნდა, რომ ქსოვილი ჩინური ველური ტუსას აბრეშუმისგან იყო დამზადებული, რომელიც მუხის აბრეშუმჭიის მუხლუხოებისგან მიიღება.

ვარაუდობენ, რომ ფრაგმენტი ქალის სამარხის ტანსაცმლის ნაწილი იყო. ქსოვილს შეკეთების კვალი ეტყობოდა: მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა შეკეთებული იყო, რადგან ის მისი მფლობელისთვის ღირებული იყო.

აღმოჩენა აჩვენებს, რომ ჩინურმა აბრეშუმი ევრაზიის სტეპებამდე ჰანის დინასტიის ელჩის, ჟანგ ციანის დიპლომატიური მოგზაურობების დაწყებამდე დიდი ხნით ადრე აღეევდა ძვ.წ. მეორე საუკუნეში. სწორედ მისი მისიები ასოცირდება ტრადიციულად აბრეშუმის გზის განვითარებასთან.

თუმცა, მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ ქსოვილის ერთი ფრაგმენტიც არ ადასტურებს ჩინეთსა და ყაზახეთს შორის მუდმივი სავაჭრო გზის არსებობას. აბრეშუმი შესაძლოა საჩუქრების გაცვლის ან შუამავლების ჯაჭვის მეშვეობით მოხვედრილიყო.

მსგავსი ქსოვილები ალტაიში, ეგრეთ წოდებული უკოკის პრინცესას სამარხშიც აღმოაჩინეს. მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ახალი ანალიტიკური მეთოდები ხელს უწყობს არქეოლოგიური აღმოჩენების წარმოშობის გადახედვას, რომელთა ზუსტად იდენტიფიცირება აქამდე შეუძლებელი იყო.

წყარო: snob.ru