2023 წელს ევროპის უმსხვილესი ბანკების მთლიანმა მოგებამ პირველად 100 მლრდ ევროს გადააჭარბა, საპროცენტო განაკვეთების ზრდამ მათ უმეტესობას რეკორდული მოგება მოუტანა. ამის შესახებ Bloomberg წერს.

სააგენტოს მიერ შედგენილი მონაცემები აჩვენებს, რომ ევროპის ტოპ 20 ბანკის ¾-მა ინდივიდუალური ისტორიული მოგება დააფიქსირა.

ამრიგად, ევროპის 20 უმსხვილესი ბანკის ერთობლივი წმინდა მოგება, რომლებმაც თავიანთი შედეგები გამოაცხადეს, 2022 წლის 78 მილიარდი ევროდან, 103 მილიარდ ევრომდე გაიზარდა.

სააგენტოს გამოთვლებში არ შედიოდა შვეიცარიული UBS Group AG, რომლის მოგებაც გასულ წელს Credit Suisse-ის შეძენის შედეგად 29 მილიარდამდე გაიზარდა.