ევროპის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი და იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ეკონომიკური მდგომარეობა, 2024 წელს კონკურენტუნარიანობის ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ გაუარესდა და ახლა სასწრაფო ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, - წერს გამოცემა „Corriere della Sera“ ევროკავშირში წყაროზე დაყრდნობით.
წყაროს თქმით, დრაგიმ სიტუაციის გამოსასწორებლად ზომები შესთავაზა 12 თებერვალს ბელგიაში ევროპელი ლიდერების არაფორმალურ სამიტზე. კერძოდ, საუბარი იყო კავშირის ერთიანი ბაზრის ფუნქციონირებისთვის ბარიერების შემცირებაზე, საფონდო ბირჟების რეფორმირებასა და ევროპული დანაზოგების გამოყენების ძალისხმევის გააქტიურებაზე. დრაგიმ ასევე შესთავაზა ენერგიის ხარჯების შემცირების მიღწევა და ზოგიერთ სექტორში ევროპელი მწარმოებლებისთვის პრიორიტეტის მინიჭება.
გარდა ამისა, დრაგიმ განაცხადა „ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩარევის“ და საჭიროების შემთხვევაში მისი დაჩქარების აუცილებლობის შესახებ.