გერმანული თავდაცვის კომპანია Rheinmetall AG ჩაანაცვლებს ფრანგულ კომპანია Kering SA-ს (Gucci ბრენდის მფლობელი) Euro Stoxx 50 ინდექსში, რომელიც ევროზონის უმსხვილესი კომპანიებისგან შედგება, იუწყება Bloomberg-ი JPMorgan Chase & Co.-ს მონაცემებზე დაყრდნობით.

ეს შესაძლებელი გახდება Rheinmetall-ის აქციების სწრაფი ზრდის წყალობით, რომლის ღირებულებაც მხოლოდ წელს სამჯერ გაიზარდა.

2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, Rheinmetall-ის აქციები დაახლოებით 1800%-ით გაიზარდა, რაც ევროპაში სამხედრო ხარჯების ბუმის წყალობით მოხდა.

მაისში კი კომპანიის აქციები 26%-ით გაიზარდა, რამაც ბაზრის კაპიტალიზაცია თითქმის 87 მილიარდ ევრომდე გაზარდა.