იტალიის ზრდასრულ მოსახლეობას ევროკავშირის სხვა ქვეყნებზე ნაკლებად აქვს ჭარბი წონა – ზედმეტი  კილოგრამები ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 38%-ს აქვს. მეორე ადგილზეა საფრანგეთი 48%-ით და ნიდერლანდები 48.6%-ით. 16 წლის და უფროსი ასაკის ევროპელების წონის მონაცემები Eurostat–მა გამოაქვეყნა.

რატომ არიან სწორედ ამ ქვეყნების მცხოვრებლები ყველაზე ტანადი? პირველ რიგში, ეს ყველაფერი კვებას ეხება. მილანის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა: ჭარბი წონა და სიმსუქნე ნაკლებად გავრცელებული იყო მათში, ვინც აირჩია ხმელთაშუა ზღვის დიეტა - ხილი, ბოსტნეული, პარკოსნები, მარცვლეული და ზეითუნის ზეთი.

მეცნიერებმა ფრანგების სიგამხდრის მიზეზი ასევე ჯანსაღ კვებას დაუკავშირეს. საქმე ეხება დღეში სამჯერადი კვების მიღებას, კალორიების მიღების განაწილებას, მცირე რაოდენობით წახემსებას და კვებისთვის დროის გამონახვას „ტელევიზორის წინ“ ვახშმის ნაცვლად. გარდა ამისა, Nutri-Score-ის ფერადი კოდირება სავალდებულო გახდა ყველა პროდუქტზე, რაც მომხმარებლებს ეხმარება უფრო ჯანსაღი ინგრედიენტების შემცველი პროდუქტების არჩევაში. ჯანსაღი კვება ეროვნულ დონეზეა პოპულარიზებული და ექიმებს შეუძლიათ ვარჯიშზე დაფუძნებული დიეტების დანიშვნა.

ნიდერლანდებში მოსახლეობას იყვნენ ტანადი, ეხმარებათ ველოსიპედები, რომლებითაც გადაადგილდება ქვეყნის მოსახლეობის მესამედი.

ჭარბი წონის შკალის მეორე ბოლოში იყვნენ ფინეთი, სადაც ზრდასრული მოსახლეობის 61% ჭარბწონიანი იყო, და რუმინეთი და მალტა, თითოეულში 62.3%-ით. რუმინეთში, ჭარბი წონის გამომწვევ მიზეზებად არაჯანსაღი დიეტა და დაბალი ფიზიკური აქტივობა დასახელდა. ფინეთის მცხოვრებლები რეგულარულ ვარჯიშს უმოძრაო ცხოვრების წესთან აერთიანებენ - მოძრაობის სენსორების გამოყენებით ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევამ აჩვენა, რომ 20-დან 69 წლამდე ასაკის მოზრდილები დღეში საშუალოდ ცხრა საათს ძილის გარეშე ჯდომაში ან წოლაში ატარებენ.

მალტაში კი დამნაშავე მანქანები იყო, რომლებსაც მოსახლეობის 85% ანიჭებს უპირატესობას. შედეგად, საცხოვრებელ უბნებში გზები და პარკინგი ქუჩის სივრცის 70%-ზე მეტს იკავებს, რაც ფეხით მოსიარულეთა და ველოსიპედისტებისთვის მცირე ადგილს ტოვებს.

წყარო: euro-pulse.ru