საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) მიესალმება საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გაწევრიანებას გლობალური საავიაციო პარტნიორების ქსელში. IATA-ს ტრენინგების დირექტორის, ტანია შმიტის განცხადებით, რეგიონში საავიაციო სექტორის ზრდისა და საქართველოს საავიაციო მიმართულებით განვითარების გათვალისწინებით, აღნიშნულ პარტნიორობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
„მივესალმებით საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ჩვენს გლობალურ საავიაციო პარტნიორთა ქსელში გაწევრიანებას. რეგიონში ავიაციის სექტორის ზრდისა და საქართველოს საავიაციო მიმართულებით მზარდი განვითარების გათვალისწინებით, ეს პარტნიორობა ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - აცხადებს ტანია შმიტი.
საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაცია (IATA) ავიაკომპანიების გლობალური გაერთიანებაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს ავიაკომპანიებს და მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების, უსაფრთხოების, ოპერაციული ეფექტიანობისა და პროფესიული განათლების განვითარებაში.
ორგანიზაცია ასევე ახორციელებს საერთაშორისო სასწავლო პროგრამებსა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების კურსებს საავიაციო ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის.
ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს