ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის, იონას გარ სტორეს განცხადებით, რამდენიმე ევროპული ქვეყანა შეერთებული შტატების მიერ მომზადებულ „სამშვიდობო გეგმასთან“ დაკავშირებით წინადადების წარდგენას განიხილავს.
სტორემ, რომელიც სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე „დიდი ოცეულის“ სამიტში მონაწილეობს, განაცხადა, რომ სამიტში მონაწილე ევროპული ქვეყნები წარადგენენ წინადადებას „სამშვიდობო გეგმის“ შესახებ.
„ეს შესაძლებლობა გამოყენებული უნდა იქნას, მაგრამ ამისათვის ევროპელები უნდა გაერთიანდნენ და შექმნან საპირწონე იმ სფეროებში, სადაც ამ წინადადების მიღება საეჭვოა, შესაძლებელი იყოს“, - განაცხადა ნორვეგიის პრემიერმა.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროპული სახელმწიფოები „სამშვიდობო გეგმის“ ალტერნატიულ წინადადებას ამზადებდნენ.