ევროკომისიის მიერ მიღებული დოკუმენტის თანახმად, ევროკავშირმა რუსული ნავთობის მაქსიმალური დასაშვები ფასი ბარელზე 44,1 დოლარამდე შეამცირა.
ახალი ზღვრული ფასი 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდება.
ცნობისთვის, 2025 წლის 3 სექტემბერს ევროკავშირმა რუსული ნავთობის ფასის ლიმიტი ბარელზე 60 დოლარიდან 47.6 დოლარამდე შეამცირა, რომელიც 31 იანვრამდე დარჩება ძალაში. შეზღუდვებს შეუერთდნენ შვეიცარია, გაერთიანებული სამეფო, კანადა, იაპონია, ახალი ზელანდია და ავსტრალია.