2025 წლის მეორე ნახევარში ევროკავშირმა რუსეთიდან 1.53 მილიონი ტონა სასუქის იმპორტი განახორციელა რაც 44%-ით ნაკლებია, ვიდრე 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში, – ამას მოწმობს ევროსტატის მონაცემები.

2025 წლის 1 ივლისიდან ევროკავშირმა რუსეთიდან იმპორტირებულ სასუქებზე იმპორტის გადასახადი გაზარდა((მიმდინარე 6.5%-იანი ადვალური განაკვეთის გარდა, შემოღებულ იქნა აზოტოვანი სასუქებისთვის 40 ევრო/ტონა და რთული სასუქებისთვის 45 ევრო/ტონა სპეციფიკური გადასახადი).

ტარიფების გაზრდამდე, კავშირის ქვეყნებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს რუსული სასუქების იმპორტი: იანვრიდან ივნისამდე მათი იმპორტი წინა წელთან შედარებით 48%-ით გაიზარდა და 3.26 მილიონ ტონას მიაღწია.

საერთო ჯამში, 2025 წლის შედეგებით ევროკავშირმა რუსეთიდან თითქმის 4.8 მილიონი ტონა სასუქი შეიძინა, რომლის ღირებულება 1.74 მილიარდ ევროს შეადგენს. ფიზიკური თვალსაზრისით, ეს მაჩვენებელი 2024 წლის დონესთან შედარებით 3%-ით ნაკლები იყო, მაგრამ ფულადი თვალსაზრისით, ის 4%-ით გაიზარდა.

ვრცლად Interfax - ზე