Fitch Ratings-მა უკრაინის გრძელვადიანი უცხოური ვალუტის რეიტინგი „შეზღუდული დეფოლტიდან“ „CCC“-მდე (მნიშვნელოვანი საკრედიტო რისკი) აამაღლა, - ამის შესახებ სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი.

ბოლოს უკრაინის რეიტინგი ამ დონეზე 2022 წელს, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებისას იყო.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ევროკავშირისგან 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხმა მნიშვნელოვნად შეამცირა უკრაინის გადახდისუუნარობის რისკები.