ევროკავშირის ლიდერები უკრაინაში ომის დასრულების საკუთარ გეგმას ამუშავებენ, რომელიც კიევისთვის უფრო მომგებიანი უნდა იყოს. ამის შესახებ ინფორმაციას RBC-Ukraine The Wall Street Journal-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ევროპელი პოლიტიკოსები ცდილობენ კიევი დაარწმუნონ, მხარი დაუჭიროს მათ დოკუმენტს, რომელიც, ევროკავშირის აზრით, უკრაინისთვის უფრო ხელსაყრელ პირობებს მოიცავს.

„ევროპა იმედოვნებს, რომ გეგმა რამდენიმე დღეში მზად იქნება, თუმცა კიევს ჯერ არ აუღია ვალდებულება, რომ მას შეუერთდეს“, - ნათქვამია გამოცემაში.

გამოცემის ავტორები ასევე მიიჩნევენ, რომ ევროპა შესაძლოა აშშ-ის წინადადებით უკმაყოფილების გამოსახატავად ახალ გეგმას ამზადებდეს.

ვრცლად rbc.ua - ზე