შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარია სტენერგარდმა განაცხადა, რომ ევროკავშირის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი იმპორტი აღემატება მის მიერ გაწეულ დახმარებას.

მინისტრი ევროკავშირის საბჭოს სხდომამდე პრესის წინაშე წარდგა და წარადგინა ცხრილი, რომელიც ასახავს უკრაინისთვის გამოყოფილი დახმარების ოდენობას და რუსეთიდან იმპორტირებული პროდუქციის რაოდენობის შეფარდებას.

მისი თქმით, ომის განმავლობაში ევროკავშირმა უკრაინას ჯამში 187 მილიარდი ევროს დახმარება გამოუყო. იგივე პერიოდში კი ევროკავშირმა რუსეთისგან 201 მილიარდი ევროს გაზის და ნავთობის იმპორტი განახორციელა, ხოლო ევროკავშირის მთლიანმა იმპორტმა რუსეთიდან 311 მილიარდი ევრო შეადგინა. 

შესაბამისად, როგორც მინისტრმა აღნიშნა ომის განმავლობაში ევროკავშირმა რუსეთს 124 მილიარდი ევროთი მეტი გადაუხადა, ვიდრე უკრაინას დაეხმარა.