მარკო რუბიოს ვესაუბრე - ევროკავშირი ვენესუელაში არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი სოციალურ ქსელში წერს.

კაია კალასის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს და ვენესუელაში ევროკავშირის ელჩს ესაუბრა.

„ევროკავშირმა არაერთხელ განაცხადა, რომ მადუროს ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ნებისმიერ შემთხვევაში, საერთაშორისო სამართლისა და გაერო-ს ქარტიის პრინციპები დაცული უნდა იყოს“, - წერს კალასი X-ზე.

მისი თქმით, ვენესუელაში ევროკავშირის მოქალაქეების უსაფრთხოება მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

www.interpressnews.ge