ევროკავშირი და არაბთა გაერთიანებული საამიროები თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს იწყებენ. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
„დღეს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა სატელეფონო საუბარი გამართა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰიანთან. საუბრის დროს, შეთანხმდნენ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებაზე“, – ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში.
არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირთან ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე (CEPA) მოლაპარაკებების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება მიზნად ისახავს ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებასა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობას.
1tv.ge