ესპანეთის შრომის დეპარტამენტის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული მონაცემები ადასტურებს ტენდენციას, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში შეინიშნებოდა. ივნისში რეგისტრირებული უმუშევართა რიცხვი მაისთან შედარებით 28,739-ით შემცირდა და 2,291,982 შეადგინა. ასეთი დაბალი მაჩვენებელი 2008 წლის იანვრის შემდეგ, ფინანსური კრიზისის დაწყებამდე არ დაფიქსირებულა.

კლება არათანაბრად არის გადანაწილებული სექტორებს შორის. თითქმის მთელი კლება მომსახურების სექტორში იყო, სადაც უმუშევრობა 28 498-ით შემცირდა, რაც ტურისტული სეზონის დაწყებამ განაპირობა.

მომსახურების სფეროს მოსდევს მრეწველობა, სადაც უმუშევრობა 2,829 ადამიანით შემცირდა, მშენებლობა 1,326 ადამიანით და სოფლის მეურნეობა, სადაც კლება 384 ადამიანს შეადგენდა. თუმცა, არსებობს ერთი ინდიკატორი, რომელიც ამ ტენდენციას არღვევს: წინა სამუშაო გამოცდილების არმქონე ადამიანების რიცხვი 4,298-ით გაიზარდა. ეს აჩვენებს, რომ მათ, ვინც პირველ სამსახურს ეძებს ან შესვენების შემდეგ ბაზარზე ხელახლა შესვლას ცდილობს, კვლავ უჭირთ ადგილის პოვნა.

ვრცლად euronews – ზე