2025 წელს, ბარგის არასწორად დამუშავების ინციდენტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 23%-ით შემცირდა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა (პანდემიის პერიოდის გამოკლებით), - ამის შესახებ ნათქვამია ანგარიშში SITA Baggage IT Insights 2026.

ეს მიღწევა განსაკუთრებით აღსანიშნავია იმის გათვალისწინებით, რომ გლობალურმა მგზავრთა გადაყვანამ ხუთ მილიარდს მიაღწია, ხოლო ბარგის ინციდენტების მაჩვენებელი პირველად ჩამორჩა პანდემიამდელ დონეს.

ამ დადებითი ტენდენციების მიუხედავად, ბარგის არასათანადო დამუშავების ფინანსური შედეგები კვლავ მნიშვნელოვანია. ექსპერტების შეფასებით, ეს ავიაინდუსტრიას წელიწადში დაახლოებით 6.3 მილიარდი დოლარი უჯდება, ხოლო თითოეული ინციდენტის საშუალო დანაკარგი 260 დოლარს აღწევს. იმის გათვალისწინებით, რომ ავიაკომპანიები, როგორც წესი, მგზავრზე მხოლოდ 8 დოლარს გამოიმუშავებენ, დაკარგული ან დაზიანებული ჩემოდნების მცირე რაოდენობამაც კი შეიძლება სწრაფად შეამციროს რეისის რენტაბელობა.

ვრცლად buyingbusinesstravel - ზე