ესპანეთის ცენტრალური ბანკის შენობა დედაქალაქის ზოგიერთ ყველაზე შთამბეჭდავ არქიტექტურულ ინტერიერს მალავს. საზოგადოებისთვის მათ საჩვენებლად, ცენტრალურმა ბანკმა დაიწყო პროგრამა „ღია კარები“ – ამის შესახებ „ევროპულსი“ წერს.
ვიტრაჟების, გოიას ნახატების და საკონფერენციო ოთახების (მათ შორის, სამუშაოდ გამოყენებული ოთახების) დათვალიერება მიმდინარე წლის ოქტომბრიდან დაწყებული უფასო ტურის ფარგლებშია შესაძლებელი.