საფრანგეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ედუარ ფილიპმა სამშაბათს განაცხადა, რომ პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის გაღრმავების გამო, თავისი ვადის ამოწურვამდე უნდა გადადგეს.
ფილიპი მაკრონის მთავრობას 2017-2020 წლებში ხელმძღვანელობდა. ახლა მან განაცხადა, რომ მაკრონმა "ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ უნდა განაცხადოს," როგორც კი საფრანგეთი მომავალი წლის ბიუჯეტს მიიღებს.
"მე არ მოვუწოდებ დაუყოვნებლივ გადადგომისკენ... მაგრამ პრეზიდენტმა ინიციატივა უნდა გამოიჩინოს," – თქვა ფილიპმა ფრანგული რადიო RTL-ის ეთერში.
ფილიპმა ადრე განაცხადა, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას აპირებს და ზოგიერთი კვლევის თანახმად, მას შეუძლია მეორე ტურში გავიდეს და იქ ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანების" კანდიდატს - მარინ ლე პენს ან ჯორდან ბარდელას დაუპირისპირდეს.
თუ მაკრონი ახლა გადადგება, ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 20-35 დღის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. მისი მოქმედი ვადა 2027 წლის პირველ ნახევარში სრულდება.
მაკრონის მეორე ყოფილმა პრემიერმა, გაბრიელ ატალმა – საპრეზიდენტო პარტიის ამჟამინდელმა ლიდერმა – განაცხადა, რომ მას "აღარ ესმის" მაკრონის გადაწყვეტილებებს და ის "ხელისუფლებაში დარჩენის" სურვილში დაადანაშაულა. Elabe-ს მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ფრანგების 51% მიიჩნევს, რომ მაკრონის გადადგომა შეამცირებს პოლიტიკურ დაძაბულობას ქვეყანაში, 26% კი თვლის, რომ ეს მხოლოდ გააუარესებს სიტუაციას, ხოლო 23%-ს არ აქვს ჩამოყალიბებული აზრი.
საფრანგეთის ყოფილმა პრემიერმა, ედუარ ფილიპმა მაკრონს მოუწოდა, რომ გადადგეს
აზერბაიჯანი უკმაყოფილოა ამ ტარიფის სიდიდით და მის მკვეთრ შემცირებას ითხოვს - რომან გოცირიძე აზერბაიჯანულ მედიაში საქართველოს წინააღმდეგ აგორებული კამპანიის სავარაუდო მიზეზს ასახელებს
საქართველო მსოფლიო წინააღმდეგ თამაშობს: თბილისი ბაქოს მოთმინების ზღვარს ცდის - აზერბაიჯანული მედია საქართველოზე
რა ელის „ოცნებას“, თუ საერთაშორისო სასამართლოში ქიმიური იარაღის გამოყენებას დაუმტკიცებენ?
ბაქო-თბილისის ურთიერთობებში დაძაბულობა იზრდება? - რას წერს აზერბაიჯანული მედია?
ყველაფერი ღიაა და გამჭვირვალე - ირაკლი კობახიძე BBC-ის სიუჟეტზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნაზე