ესპანეთი 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნებს სოციალურ მედიაზე წვდომას აუკრძალავს და პლატფორმებს ასაკის დადასტურების სისტემებისდანერგვას მოსთხოვენ, - ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა.
„დავიცავთ ჩვენს შვილებს ციფრული „ველური დასავლეთისგან“, - აღნიშნა სანჩესმა.
ესპანეთის პრემიერის თქმით, მისი მთავრობა მომავალ კვირას წარადგენს ახალ კანონპროექტს, რომელიც სოციალური მედიის ხელმძღვანელებს უკანონო და სიძულვილის შემცველი კონტენტისთვის პასუხისმგებლობას დააკისრებს.
ცნობისთვის, დეკემბერში ავსტრალია გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც 16 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალური მედია აკრძალა.
ipn.ge